Wednesday, April 25, 2012



უძველეს დროიდან მოყოლებული ირანის გზებზე შექმნილ მნიშვნელოვან ნაგებობად ითვლებოდა „ჩაფარ ხანე“. „ჩაფარ ხანეს“ ძირითადი ფუნქცია კი შემოისაზღვრებოდა სამთავრობო წერილების და გზავნილების მქონე პერსონალის დასვენებით და მათი დაღლილი ცხენების დასვენებულ ცხენებში გაცვლით. „ჩაფარ ხანებს“ სამთავრობო წერილები და გზავნილები დედაქალაქიდან სხვადასხვა ადგილისაკენ და სხვადასხვა ადგილიდან დედაქალაქისაკენ გადაჰქონდათ. ასეთ ნაგებობათა ისტორია ირანში ისლამამდე პერიოდს უკავშირდება, რასაც ეხება ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე. „ჩაფარ ხანეს“ შექმნას აქიმენიდ მეფე ქუროშს უკავშირებენ. ამჟამად ირანში ასეთი ნაგებობა ცოტა არსებობს და სხვადასხვა მიზეზთა გამო ისინი განდგურებული გამხდარა. „ჩაფარ ხანეს“ შენობას გამოუმწვარი ალიზისაგან აშენებდნენ და ხშირად სოფლებს შორის ან კიდევ ქარვასლებთან მის აგებას მიმართავდნენ.ქარვასლის მსგავსად „ჩაფარ ხანეში“ უსაფრთხოების ზომების მიღებას ნაგებობის შექმნისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. გარდა ამისა, ისინი ცუდი კლიმატური პირობების წინაშეც გამძლე უნდა ყოფილიყვნენ.



View Larger Map